„გირჩის“ წევრი, დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება.
„პასუხისმგებელი შეიძლება, ბევრი ვინმე იყოს, მაგრამ მთავარი პასუხისმგებელი პირი არის ხელისუფლება, როდესაც ქვეყანაში ღიად დაანონსდება ძალადობა და ამის აღკვეთა ვერ ხდება. თუმცა, საზოგადოების სხვა წევრებისა და ინსტიტუტების პასუხისმგებლობის გამორიცხვაც არ შეიძლება დღევანდელ ძალიან ცუდ და ამ ქვეყნისთვის სამარცხვინო ამბავთან დაკავშირებით. ვუშვებ, რომ ზოგადად, რაღაცნაირად საპატრიარქომ შეიძლება, შურიც კი იძია პანსიონატის ამბებთან დაკავშირებულ სკანდალზე, რომელიც ძირითადად დაწყებული და აღმოჩენილი იყო მედიის მხრიდან. სხვა უბრალოდ ვერაფრით ვხსნი, რანაირად შეიძლება, ხდებოდეს ისე, რომ მიდიოდე გეების საცემრად, იქ ისინი არ გხვდებოდნენ და ჟურნალისტებს და ოპერატორებს სცემდე, ჰეტეროებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.