გიორგი ვაშაძე: რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, ენით აღუწერელი და მიუღებელი ქმედებებია

გიორგი ვაშაძე: რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, ენით აღუწერელი და მიუღებელი ქმედებებია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანას ისე არაფერი აზიანებს, როგორც ძალადობა ქრისტეს სახელით. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, არის ენით აღუწერელი და მიუღებელი ქმედებები, რომლის უკან ხელისუფლება დგას.

„ხელისუფლება სიცოცხლის უფლებას, ჟურნალისტების საქმიანობის, ადამიანის ნორმალური ცხოვრების უფლებას ვერ იცავს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას დილიდან მართავენ.

პარლამენტის შენობასთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდნენ. ე.წ. „ღირსების მარშის“ გამართვის მოწინააღმდეგეები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ღირსების მარში დღეს აღარ ჩატარდება.