საქართველოს საპატრიარქო მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც მასშია ნათქვამი, დღეს, 17:00 საათზე ქაშუეთის ტაძარში სამშვიდობო პარაკლისი ჩატარდება.
როგორც მოგეხსენებათ, ,,თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილი აქცია გადადეს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეს, 17 საათზე, ქაშუეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი.
შესაბამისად, კვლავ მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ყოველგვარი აგრესიული, ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას.