გურამ მაჭარაშვილი:  პოლიცია არ არის კარვების დარაჯი, მას სურს, წესრიგი დაიცვას

გურამ მაჭარაშვილი: პოლიცია არ არის კარვების დარაჯი, მას სურს, წესრიგი დაიცვას

პოლიცია არ არის კარვების დარაჯი, მას სურს, წესრიგი დაიცვას. პოლიციის მხრიდან ძალადობა მაქსიმურად იქნება აღკვეთილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის უზრუნველყოფილი, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებს აქვთ უფლება, საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირონ.

„კარვებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დავსვით. კარვები რუსთაველის გამზირზე დადგეს იმ პრეტენზიების გამო, რაც უკავშირდებოდა პარლამენტში შესვლას. დღეს ოპოზიცია პარლამენტშია და გაუგებარია, ეს კარვები რას ემსახურება. არც ვიცით, ვინ არიან, ვინ შედის და გამოდის. პოლიცია თავის სიმაღლეზე დგას და მაღალი სტანდარტებით პრევენციას აკეთებს, რათა მოხდეს დაშორიშორება. კარვების არსებობას ვერ უზრუნველყოფს პოლიცია, ვიღაცამ მოიტანოს და პოლიციამ უყარაულოს. ამის ვალდებულება არ აქვს. თუ აქციას ატარებ და კარავი გჭირდება, იქ სულ მცირე რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა იყოს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.