შავ ზღვაში მოზარდი დაიხრჩო

შავ ზღვაში მოზარდი დაიხრჩო

ბათუმში, შავ ზღვაში, 15 წლამდე ასაკის მოზარდი დაიხრჩო. ინფორმაცია ამის შესახებ „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბათუმის ნავსადგურის დახურულ ზონაში, იმ ადგილად მოხდა, სადაც შესვლა და ცურვა აკრძალულია. თვითმხილველების განცხადებით, ტერიტორიაზე რამდენიმე მოზარდი თვითნებურად შეიპარა.

მაშველებმა მოზარდის ცხედარი დაახლოებით 2-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და ის უკვე პროზექტურაშია გადასვენებული.