ლარეხის N12 ა-ს მიმდებარედ, საყრდენი კედელი ეწყობა

ლარეხის N12 ა-ს მიმდებარედ, საყრდენი კედელი ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, ლარეხის ქ. N12 ა-ს მიმდებარედ, 82 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მწვავედ ავარიული ფერდობის დამჭერი კედელი ეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ვოლსკისთან ერთად, ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 53 000 ლარია. მსგავსი პროექტი რაიონში 10 მისამართზე უკვე განხორციელდა.
 
 
amo ავთანდილის ქუჩის 3 მანქანა ხრეშვით რეაბილიტაციის სამუშაოებს ვინ განახორციელებს ამხ. ვასაძევ? იქ მშენებარე კორპუსის მშენებარე კომპანია (რომელიც მილიონებს აკეთებს და ქუჩას აუბედურებს), იქვე მეზობლად უკვე დასრულებული, ჩაბარებული და ზოგიც ჩასაბარებელი კორპუსების დევე კოპანიები (ნუ ჩაიბარებთ, სანამ მათ წინ მდებარე, მათ მიერ გაუბედურებული გზის მონაკვეთს არ მოხრეშენ, მოფრეზენ), თუ თქვენ რაიონის მუნიციპალიტეტი? ორი ბატი არ გენდობათ და ამათ რაიონი ჩაგაბარეს.
3 წლის უკან