„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება მიმდინარეობს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
თბილისში 1-5 ივლისს პრაიდკვირეული იმართება, „ღირსების მარშის“ კი თბილისში 5 ივლისსაა დაგეგმილი.