ყველა სპეკულაცია, რომელიც აქამდე იყო, რისთვის მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და რა მოგვიტანა შარლ მიშელის დოკუმენტმა, ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ის, რომ თამარ ჟვანია გადადგა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა რეფორმის იმპლემენტაცია, განსაკუთრებით ტექნოლოგიების ინტეგრაცია საარჩევნო კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ნდობა არჩევნებთან მიმართებით. იმისთვის, რომ არჩევნების დღე არ იყოს მუდმივად ნერვიულობისა და დაძაბულობის საგანი, არამედ იყოს გარკვეული ნდობა, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავაშენოთ, თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე და რეფერენდუმის დროს, პირველი მნიშვნელოვანი ფაზა იყოს განხორციელებული და დაინერგოს საარჩევნო, როგორც პროცედურული ასევე ტექნოლოგიური ცვლილებები. საბოლოოდ ჩაბეტონდეს ეს ცვლილებები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც დარწმუნებული ვარ, გაიმართება 2022 წელს შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. ყველა სპეკულაცია, რომელიც აქამდე იყო, რისთვის მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და რა მოგვიტანა შარლ მიშელის დოკუმენტმა, ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.