ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, დოლიძის ქ. N22-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდება, კედლები მოეწყობა ლითონის ელემენტებით, ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ვოლსკისთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 72,325 ლარია.
3-ვე სართულმა, უკვე რამდენი ხანია, დატოვა ბინები და სხვაგან შეაფარა თავი.
რამდენიმე წლის წინ, ვითომ გაამაგრეს... სინამდვილეში კი გამოყოფილი ფული აითვისეს მხოლოდ! (ამ აფერისტ ფსევდო-გამმაგრებლებს უნდა მიუსაჯო იქ დაძინება, რომ აღიქვან, რაში დაიხარჯა ბიუჯეტის ფული!).
ისიც არ ვიცით, ვინ არის დეპუტატი და ეკითხება თუ არა მოსახლეობის პრობლემები...
:((((((