„ჩვენი ვალია წინ აღვუდგეთ და ვამხილოთ უზნეობა“ – მეუფე ილარიონი პრაიდის კვირეულს უპირისპირდება

„ჩვენი ვალია წინ აღვუდგეთ და ვამხილოთ უზნეობა“ – მეუფე ილარიონი პრაიდის კვირეულს უპირისპირდება

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია 1-დან 5 ივლისის ჩათვლით „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ კვირეულს ეხმიანება.

„ქართველი ერი და მართლმადიდებლობა საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული. მართლმადიდებლობის დაკარგვა ნიშნავდა ეროვნების დაკარგვას.

ის, რაც დღეს გარედან მართული თავსმოხვეული, არასწორი აზროვნებით ხდება ჩვენს ქვეყანაში, მიუღებელია მართლმადიდებელი ერისათვის.

1-დან 5 ივლისის ჩათვლით იმართება ლგბტ, თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ე.წ. ,,ღირსების მარში”.

უღირს ქმედებებს ვერ ერქმევა ღირსეული.

ჩვენი ვალია წინ აღვუდგეთ და ვამხილოთ უზნეობა, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ღირებულებები, ტრადიციები, დავიცვათ ჩვენი ოჯახები და მომავალი თაობა.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ერი”, – ნათქვამია განცხადებაში.