„თუ გრძნობენ, რომ დაპირისპირება მოხდება, მორალური ვალდებულებაა, თავი შეიკავონ“ - უმრავლესობის დეპუტატი პრაიდზე

„თუ გრძნობენ, რომ დაპირისპირება მოხდება, მორალური ვალდებულებაა, თავი შეიკავონ“ - უმრავლესობის დეპუტატი პრაიდზე

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა თბილისში დაგეგმილ პრაიდთან დაკავშირებით, რომელიც 5 ივლისს უნდა გაიმართოს, საკუთარი აზრი დააფიქსირა.

"ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ თუ შენ გრძნობ და განიცდი იმას, რომ შენი ამ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, გაქვს ისეთი მოლოდინი, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, ასევე, გამოხატავს თავის მდგომარეობას და აქ შეიძლება გარკვეული ტიპის დაპირისპირება მოხდეს - ამ შემთხვევაში მინიმუმ მორალური ვალდებულება აქვთ ამ ადამიანებს, რომ ასეთი ტიპის ქმედებებისგან თავი შეიკავონ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.