ივანე ჩხაიძემ დაგვიანებული იმუნიზაციის მიზეზი დაასახელა

ივანე ჩხაიძემ დაგვიანებული იმუნიზაციის მიზეზი დაასახელა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე დაგვიანებული იმუნიზაციის მიზეზად, სხვადასხვა კომპანიების მხრიდან ვაქცინის მოწოდების პრობლემას ასახელებს.

მისი განცხადებით, „ასტრაზენეკას“ დოზების შეფერხებული შემოტანის ფონზე, ქვეყანას „ფაიზერის“ ვაქცინის მილიონი დოზა ეტაპობრივად ექნება.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, „ფაიზერის“ ერთი მილიონი დოზა სამ ეტაპად იქნება მოწოდებული, ხოლო ახალ ვაქცინებთან („ჯონსონ ენდ ჯონსონი“, „ნოვავაქსი“ და „მოდერნა“) დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.