ანრი ოხანაშვილი: პრემიერის ანგარიში იყო ამომწურავი და ჩვენი საზოგადოების გამოწვევებზე ორიენტირებული

ანრი ოხანაშვილი: პრემიერის ანგარიში იყო ამომწურავი და ჩვენი საზოგადოების გამოწვევებზე ორიენტირებული

ეს ანგარიში იყო ამომწურავი და ჩვენი საზოგადოების გამოწვევებზე ორიენტირებული, - ასე შეაფასა ანრი ოხანაშვილმა პრემიერ-მინისტრის ანგარიში. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

„პრემიერმა დეტალურად მიმოიხილა თავის ანგარიშში ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის პრიორიტეტულია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ისაუბრა კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც მთავრობამ ბოლო პერიოდში პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით გადადგა, ისაუბრა ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტში პრემიერის ანგარიშზე პოლიტიკური დებატები დღეს გაგრძელდება.