ჯეიმს აპატურაი: ნატოში პოზიციის ცვლილების მიუხედავად ვგეგმავ, რომ პრიორიტეტებს შორის პირველი ისევ და ისევ საქართველო იყოს

ჯეიმს აპატურაი: ნატოში პოზიციის ცვლილების მიუხედავად ვგეგმავ, რომ პრიორიტეტებს შორის პირველი ისევ და ისევ საქართველო იყოს

ნატოში პოზიციის ცვლილების მიუხედავად, იმედი მაქვს და უფრო მეტიც ვგეგმავ, პრიორიტეტებს შორის პირველი ისევ და ისევ საქართველო იყოს, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

„მე განვაგრძობ საქართველოს მხარდაჭერას, საქართველოში სტუმრობას და ყველგან საქართველოს ინტერესების დაცვას. ჩემს ახალ პოზიციაზე გვჭირდება თანამოაზრე სახელმწიფოებთან მჭიდრო პარტნიორობა. მე უზრუნველყოფ იმას, რომ ნატოს ბოლო სამიტის დეკლარაციიდან და საუბრებიდან გამომდინარე, საქართველო ამ პროცესის ნაწილი იყოს, რასაც ჩვენ სტრატეგიულ კონკურენციას ვუწოდებთ. ნატოს სჭირდება თანამოაზრე დემოკრატიები და საქართველო ნატოსთვის ერთ-ერთი მათგანია.

ჩემი ახალი როლი მომავალზე ორიენტირებულია. მე ვრჩები ნატოს გენმდივნის მოადგილედ და გავუწევ კურირებას განყოფილებას, რომელიც პასუხისმგებელია ნატოს კიბერუსაფრთხოებაზე, კიბერთავდაცვის პოლიტიკაზე, განვითარებად ტექნოლოგიაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, მონაცემთა ბაზა, მათი ანალიტიკა, ასევე კლიმატი და უსაფრთხოება. როგორ ახდენს გავლენას კლიმატური ცვლილებები ნატოზე და გლობალურ უსაფრთხოებაზე, როგორ ვუმკლავდებით ამ გამოწვევებს, როგორ უნდა უზრუნველყოთ ემისების შემცირება ნატოში, ალიანსის შეიარაღებულ ძალებში. ეს არის მცირე მიმოხილვა იმის, თუ რითი ვიქნები მომავალი 4 წელი დაკავებული“, - აღნიშნა აპატურაიმ.