დავით ქართველიშვილი: პორტირებული ნაცების

დავით ქართველიშვილი: პორტირებული ნაცების" ფლაგმანები გყავთ პოლიტსაბჭოში და პრაიდის ორგანიზატორებს მფარველობთ - და კითხვები მაინც გებადებათ?

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ფულს სუნი არა აქვსო. გავაგრძელებ ამ "მორალურ" სიბრძნეს და ვიტყვი - არც ამომრჩეველი ყარს პოლიტიკაში. ანათემას გადამცემენ გიორგი გახარიას მომხრეები ნებისმიერი მცდელობისას - მხოლოდ ლოგიკაზე და ვარაუდებზე დაყრდნობით, ვეცადო გამოვიცნო მათი პოტენციური ამომრჩეველი. არა და ამომრჩეველზე "ნადირობის" სეზონი - აშკარად გახსნილი აქვთ.

გასაგებია, რომ ეს არის "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა ნაწილი - გაუგებარია, მართალია, რა კრიტერიუმების გამო. ნუთუ გიორგი გახარია და მისი მრავალრიცხოვანი კლანი ოცნების პირობებში დაჩაგრული იყო? ნუთუ მეტასტაზებივით არ იყვნენ მოდებული საჯარო და მუნიციპალურ სექტორებში? პირად და პარტიულ ფუფუნებას მოკლებულები იყვნენ? გაუგებარია მოკლედ, მაგრამ ალბათ ჩემშია პრობლემა - ვერ ვხვდები...

მტკივნეულად სწყინთ, როდესაც მათი პარტიის პოტენციური ამომრჩევლის რიცხვს მივაკუთვნებ სწორედ რომ ქვეყნის საჯარო და მუნიციპალურ სექტორებში დასაქმებულ "პორტირებულ ნაცებს". სწყინთ - სად ჩვენ და სად ისინიო. ამას მეუბნებიან იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლის სახელმძღვანელო რგოლს წარმოადგენენ ხათუნა კალმახელიძის (პენიტენციური სექტორი), დავით კეზერაშვილის (თავდაცვის სამინისტრო), ზურაბ ადეიშვილის (პროკურატურა), გიორგი გაბუნიას (დაზვერვა), სააკაშვილის დროინდელ "ენ-ჯე-ო"-ს სექტორის საყვარელი კადრები და შეგირდები.

ან რატომ არის ალოგიკური "პორტირებული ნაცების" ელექტორალური ნაწილის იგივე პოლიტიკური წარმომავლობისა და მემკვიდრეობის მქონე პილიტსაბჭოსთან გაიგივება - ესეც გაუგებარია. ჩემს ლოგიკაშია პრობლემა, თუ თქვენში? მით უმეტეს, რომ ამომრჩეველი არ ყარს.

განაწყენების კიდევ ერთი მიზეზი, "ღირსების" პრაიდის ორგანიზატორთა ნაწილის გაიგივება იყო გიორგი გახარიას გუნდთან. არა და - არიან! რატომ "გიტყდებათ" ეს ფაქტი მაშინ, როდესაც არ "გიტყდებათ" ღია მოწოდებების გაჟღერება - დავიცვათ სახალხო დამცველი ხალხისაგან. ამაში ალოგიკურობას ვერ ხედავთ? მაგრამ კვლავ ვუბრუნდები "ელ-ჯი-ბი-თი" თემს - ხალხისა და მისი დამცველის რთულ ურთიერთობებში (ამაში - ხალხია დამნაშავე?), ცალსახად ამ უკანასკნელის მხარეზე მყოფთ - ამომრჩეველთა ეს კატეგორიაც არ უნდა გაღიზიანებდეთ. ნაწილობრივი ფეხმძიმოდა და ტოლერანტობა არ არსებობს - მით უმეტეს, რომ პოლიტიკაში ამომრჩეველი არ ყარს.

ამ ჩამოთვლილ ლოგიკურ ჯაჭვში - გიპასუხებთ თქვენთვის ალბათ ყველაზე "მტკივნეულ" საკითხზე: "რაშია თქვენი და ნაცების ალიანსი და ინტერესების თანხვედრა". ანუ - ერთნიც და მეორენიც "ქართული ოცნების" ამორჩეველთა დაშლით ხართ დაინტერესებული, "პორტირებული ნაცების" ფლაგმანები გყავთ პოლიტსაბჭოში და პრაიდის ორგანიზატორებს მფარველობთ - და კითხვები მაინც გებადებათ"?

კ ა ხ ე ლ ი დამაჯერებელი ლოგიკაა და დიდი ალბათობით, სინამდვილეს გავს
3 წლის უკან