საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 266 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 073 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 585 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 953 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %