ავსტრალიელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის ეპიდემია, დაახლოებით, 20 ათასი წლის წინ, აღმოსავლეთ აზიაში იყო, თუმცა, უცნობია, ვირუსის რომელი სახეობა გავრცელდა მაშინ, - ამის შესახებ CNN-ი სამეცნიერო ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა მსოფლიოს 26 სხვადასხვა პოპულაციაში, 2 500-ზე მეტი ადამიანი შეისწავლეს.
„მათ დააფიქსირეს ადამიანის გენომის ადრეული ურთიერთქმედება კორონავირუსებთან, რამაც დატოვა გენეტიკური კვალი აღმოსავლეთ აზიის თანამედროვე ხალხის დნმ-ში“, - წერს CNN-ი.
მედიასაშუალების ცნობით, კორონავირუსის კვალი ჩინეთში, იაპონიასა და ვიეტნამში მცხოვრებ 5 სხვადასხვა პოპულაციაში გამოვლინდა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის რამდენიმე სხვადასხვა სახეობა გავრცელდა. მაგალითად, SARS-ი, MERS-ი და Covid-19.