მიხეილ სარჯველაძე: გუშინ მასკარადის ჟანრში გარდამავალი გამოსვლებიც ვიხილეთ რიგი ოპოზიციონერების მხრიდან

მიხეილ სარჯველაძე: გუშინ მასკარადის ჟანრში გარდამავალი გამოსვლებიც ვიხილეთ რიგი ოპოზიციონერების მხრიდან

გუშინ მასკარადის ჟანრში გარდამავალი გამოსვლებიც ვიხილეთ რიგი ოპოზიციონერების მხრიდან. ეს როგორ შეიძლება ვინმესთვის კომფორტული იყოს და საქმეს რომ გააფუჭებს, ნამდვილად ასეა. დროს რომ გვაკარგვინებენ ისეთ თემებზე საუბრით, რაც მხოლოდ შიშველი პოპულიზმია და არაფერი აქვს საერთო საქმესთან, ეს ფაქტია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

„რა ღირებულების აქსესუარს ატარებს პრემიერ-მინისტრი, ამაზე საუბარს იწყებს ოპოზიცია, მაშინ როცა განსახილველია ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თემები, თანაც იციან, რომ კერძო სექტორიდან ჰქონდა მას შემოსავალი. ან როდესაც ხელისუფლების მიმართ უარყოფით კონტექსტში ანაკლიის პორტზე საუბარს იწყებს ის, ვინც თავად გააფუჭა ეს პროექტი. ასეთია რეალობა. ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ თითქოს ჩვენთვის კომფორტულია „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა. ეს ასე არ არის. გულწრფელად ვისურვებდი საქმეზე სასაუბროდ, საგნობრივი დისკუსიისთვის პარლამენტში იყვნენ სერიოზული პოლიტიკოსები, საქმისადმი სერიოზულად განწყობილები. ოპოზიციის რიგებში არაერთი დეპუტატია, რომელსაც მაღალი კვალიფიკაცია აქვს. რომელთაც შესწევთ უნარი, თუნდაც ჩემი კომიტეტის, საგანობრივი სწორი კითხვები დასვან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.