ალექსანდრე რაქვიაშვილი: სამწუხაროა, რომ დღემდე მიწევს სენატორების კომენტარების მოსმენა, რომ ჩემი კოლეგები შეთანხმების ამა თუ იმ ელემენტს არ ასრულებენ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: სამწუხაროა, რომ დღემდე მიწევს სენატორების კომენტარების მოსმენა, რომ ჩემი კოლეგები შეთანხმების ამა თუ იმ ელემენტს არ ასრულებენ

„გირჩის“ წევრი, დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს და დაპირისპირების ნაცვლად, ერთად დავიწყებთ მუშაობას. ასე გამოეხმაურა რაქვიაშვილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუაციას, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

„სამწუხაროა, რომ დღემდე მიწევს სენატორების, დიპლომატების თუ ელჩების კომენტარების მოსმენა, რომ ჩემი კოლეგები შეთანხმების ამა თუ იმ ელემენტს არ ასრულებენ. იმედია, რომ ეს დასრულდება, „ნაცმოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს და დაპირისპირების ნაცვლად, ერთად დავიწყებთ მუშაობას“, - აცხადებს რაქვიაშვილი.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.