საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულები არიან, რომ ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესები იყოს, მწვავე კრიტიკა ისმოდეს პარლამენტში და ქვეყანა მოემზადოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ასე გამოეხმაურა მაჭარაშვილი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუაციას, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.
„ამ რეზოლუციით „ნაცმოძრაობას“ უთხრეს, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, აწერენ თუ არა ისინი ხელს შარლ მიშელის შეთანხმებას. ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულები არიან, რომ ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესები იყოს, მწვავე კრიტიკა ისმოდეს პარლამენტში და ქვეყანა მოემზადოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის. „ნაცმოძრაობა“ ხშირად არის აცდენილი ქვეყნის დღის წესრიგს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მათ მაინც მოუწევთ შეთანხმებაზე ხელის მოწერა“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.