„ესაა კიდევ ერთი მოწოდება, რომ ყველა შემოუერთდეს 19 აპრილის შეთანხმებას“, - ასე გამოეხმაურა საპაროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილიაშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუაციას, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ ვნახეთ, რომ საარჩევნო კოდექსის განხილვის დროსაც, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა. ესაა უპრეცედენტო ცვლილებები საქართველოს საარჩევნო სისტემაისთვის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ მოძებნა რამდენიმე საბაბი, რომ ამ ცვლილებისთვის მხარი არ დაეჭირა“, - აღნიშნავს ირაკლი ქადაგოშვილი.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.