ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგან. ასე გამოეხმაურა სარჯველაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუაციას, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.
„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ არაფერი შეცვლილა დასავლეთის ხედვასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც „ნაცმოძრაობას“ პრაქტიკულად აქვს ვალდებულება და სხვა პარტიებს, რომლებსაც ჯერ არ მოუწერიათ ხელი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგან. ხელმოწერაზე უარის თქმა ადასტურებს, რომ ამ პარტიებისთვის კვლავ აქტუალურია დესტრუქციული განწყობების შემოტანა ქართულ პოლიტიკაში“, - აცხადებს სარჯველაძე.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.