ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე სოფელს ოძისს ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

„ეს ვიზიტი ორგანიზებული იყო სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში უფრო ფართო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის საგარეო საქმეების უმაღლესი წარმომადგენლის და ევროპული კომისიის უსაფრთხოების პოლიტიკის ვიცე პრეზიდენტის, ჟოზეპ ბორელის დავალებით.

ვიზიტის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა გააზიარა მისი ხედვა ადგილზე, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა უარყოფით გავლენას, რომელიც აქვთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და ადამიანის სხვა უფლებებზე „ბორდერიზაციის“ ისეთ ნიშნებს როგორებიცაა მავთულის ღობეები ან სათვალთვალო პუნქტების. დისკუსიამ შემდგომ ხაზი გაუსვა იმას, რომ COVID-19-ის პანდემიამ გაართულა მათი ყოველდღიური გამოწვევები.

მინისტრებმა მადლიერება გამოხატეს ვიზიტისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მისცა პირველი ხელიდან მიეღოთ ინფორმაცია ვითარების შესახებ და დადებითად შეაფასეს მისიის როლი უსაფრთხოების და სტაბილურობის გაზრდაში.