გიორგი გახარიას პარტიას, ბათუმში, საზეიმოდ გახსნილი ოფისიდან აძევებენ

გიორგი გახარიას პარტიას, ბათუმში, საზეიმოდ გახსნილი ოფისიდან აძევებენ

გიორგი გახარიას პარტიას, რამდენიმე დღის წინ, ბათუმში საზეიმოდ გახსნილი ოფისიდან აძევებენ. შენობის მეპატრონისთვის, გახარიას პარტიის ოფისიდან გაგდების მიზეზი ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მედიაში გაშუქებული ინფორმაცია გახდა. საუბარია ყოფილ პრემიერსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შესაძლო კავშირზე.

„კონკრეტული ფართი არის ჩემი პირადი საკუთრება. შესაბამისად, ეს მაძლევს სრულ უფლებას, გავაუქმო გაფორმებული ხელშეკრულება. სურათი, რომელიც იყო ხელშეკრულების გაფორმებისას და რომელიც ახლაა, რადიკალურად განსხვავებულია. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამიტომ, მივიღე ეს გადაწყვეტილება. ჩემთვის მიუღებელია, რასაც ტელევიზორში ვხედავ, რისიც მე მჯერა“, - აცხადებს ოფისის მეპატრონე ლაშა ახალაია.

გავრცელებული ინფორმაციით, გახარია და სააკაშვილი ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ.

amo არ მიწყინო და ასეთ უტვინოს გასაქირავებელი ფართი საიდან?
3 წლის უკან
ზაზა რამდენი გადაგიხადეს დებილო დედაგაბახებულო.
3 წლის უკან