ნათია თურნავა: გიორგი გახარია იყო წარმატებული პრემიერი, წარმატებული გუნდის ფარგლებში და არ მგონია, მსგავსი პერსპექტივა ჰქონდეს გუნდის გარეთ

ნათია თურნავა: გიორგი გახარია იყო წარმატებული პრემიერი, წარმატებული გუნდის ფარგლებში და არ მგონია, მსგავსი პერსპექტივა ჰქონდეს გუნდის გარეთ

გიორგი გახარია წარმატებული პრემიერი წარმატებული გუნდის პირობებში იყო და არ მგონია, რომ გუნდის გარეთ მსგავსი პერსპექტივა ჰქონდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა.

„ძალიან მეეჭვება, რომ ეს იყოს ადეკვატური და ობიექტური მაჩვენებლები. გიორგი გახარია იყო წარმატებული პრემიერ-მინისტრი, წარმატებული გუნდის ფარგლებში და არ მგონია მსგავსი პერსპექტივა ჰქონდეს გუნდის გარეთ", - განაცხადა თურნავამ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-მა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე: „ვის მისცემდნენ ხმას, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს?“ გამოკითხულთა 32%-მა კახა კალაძე დაასახელა, 17%-მა ნიკა მელია, 15%-მა კი, გიორგი გახარია.