ირაკლი ღარიბაშვილი: ძლიერი საქართველო უნდა იყოს საერთო სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისთვის, ყველა სტუმრისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი: ძლიერი საქართველო უნდა იყოს საერთო სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისთვის, ყველა სტუმრისთვის

ძლიერი საქართველო უნდა იყოს საერთო სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისთვის, ყველა სტუმრისთვის, რომელიც ყველა ჩვენგანის ერთიანი ძალისხმევით უნდა აშენდეს და უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ამის ნიჭიც და პოტენციალიც. ჩვენ უნდა ვაქციოთ საქართველო ისეთ ქვეყნად, რომლისკენაც საუკუნეების განმავლობაში ისწრაფვოდნენ ჩვენი წინაპრები. ამისთვის, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყანაში და გრძელვადიანი განვითარება, იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი, როგორც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური კულტურის ერმა და ძლიერმა სახელმწიფომ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.