მიხეილ სარჯველაძე მამუკა ხაზარაძეზე: კვლავ დესტრუქციის ნაპერწკალი გაჩნდა ოპოზიციის რიტორიკაში

მიხეილ სარჯველაძე მამუკა ხაზარაძეზე: კვლავ დესტრუქციის ნაპერწკალი გაჩნდა ოპოზიციის რიტორიკაში

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებებს პარლამენტიდან შესაძლო გასვლის შესახებ დესტრუქციულს უწოდებს.

„კვლავ დესტრუქციის ნაპერწკალი გაჩნდა ოპოზიციის რიტორიკაში, რაც არ არის სწორი. მე მოვუწოდებთ მათ, საგნობრივ და უფრო მეტად პროფესიულ საკითხებზე გვესაუბრა - როგორი გადაწყვეტილება აჯობებს კონკრეტულ ვითარებაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ჩართულობით უხარვეზოდ ჩავატარებთ საპარლამენტო პროცესებს. დესტრუქციული ელემენტის შემოტანა არასწორი მიდგომაა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სახელით განაცხადა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს პარლამენტიდან გავა.