ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია რეალურად ვერ პოულობს თავის ადგილს

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია რეალურად ვერ პოულობს თავის ადგილს

ოპოზიცია რეალურად ვერ პოულობს თავის ადგილს, - ამის შესახებ საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ოპოზიციას არ შეუძლია რეალურად, საგნობრივად და არგუმენტირებულად დაასაბუთოს თავისი პოზიციები. ამიტომ ყოველ ჯერზე მიმართავენ დემარშებს, რაც, პირველ რიგში, მათთვისაა დამაზიანებელი. მეორე მხრივ დამაზიანებელია, როცა ამბობენ: „ჩვენ გვინდა უკეთესი სასამართლო“ და ამ დროს კონკრეტულ განხილვაში ვერ შემოდიან იმიტომ, რომ როცა კონკრეტული განხილვა იწყება, სათქმელი უკვე არაფერი აქვთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სახელით განაცხადა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს პარლამენტიდან გავა. თუმცა დღეს აღნიშნა, რომ მმართვლი გუნდის მარტო დატოვებას არ აპირებს.