იაგო ხვიჩია: მილიონი სხვადასხვა საკითხია, რომელზეც პარლამენტში უნდა ვიყოთ და ვმსჯელობდეთ ნაცვლად იმისა, რომ გავიდეთ და ისევ ქუჩაში გავიტანოთ პროცესი

იაგო ხვიჩია: მილიონი სხვადასხვა საკითხია, რომელზეც პარლამენტში უნდა ვიყოთ და ვმსჯელობდეთ ნაცვლად იმისა, რომ გავიდეთ და ისევ ქუჩაში გავიტანოთ პროცესი

დავამთავრეთ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი და ნუ დავამატებთ მას პარლამენტიდან გასვლა-არგასვლის საკითხს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით.

გადავიდეთ იმ თემებზე სასაუბროდ, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს აწუხებთ ამ ქვეყანაში. კორონა პერიოდია, შეზღუდვები გვაქვს, კომენდანტის საათის ეპოქაში ვცხოვრობთ, ეკონომიკა წინ არ მიდის, ადამიანები ციხეში სხედან უსამართლოდ. მილიონი სხვადასხვა საკითხია, რომელზეც პარლამენტში უნდა ვიყოთ და ვმსჯელობდეთ ნაცვლად იმისა, რომ გავიდეთ და ისევ ქუჩაში გავიტანოთ პროცესი. მე ხაზარაძის განცხადება სერიოზულად არ მიმიღია, მგონი ხუმრობა იყო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.