„ლელოს“ ლიდერმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გამო ბოიკოტის შესახებ პოზიცია შეიცვალა. როგორც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ის „ქართული ოცნების“ მარტო დატოვებას არ აპირებს.
„მე გუშინ გავაკეთე განცხადება და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ, არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია. ამ ჩავარდნილ დოკუმენტზე პასუხისმგებლობას აიღებთ თქვენ. მანამდე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ გაგაკეთებინოთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.
23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სახელით განაცხადა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს პარლამენტიდან გავა.