ალუდა ღუდუშაური ამნისტიაზე: იმ ეტაპზე აუცილებელი იყო კონკრეტული სანქციების დაწესება, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული

ალუდა ღუდუშაური ამნისტიაზე: იმ ეტაპზე აუცილებელი იყო კონკრეტული სანქციების დაწესება, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ შეზღუდვების დაწესების ეტაპზე მათი დარღვევის გამო დაჯარიმება აუცილებელი იყო მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, ახლა კი ვითარება არის შეცვლილი.

„იმ ეტაპზე არსებობდა კონკრეტული სანქციების მიღების აუცილებლობა, რათა მოქალაქეების ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული. დღეს ვითარება არის შეცვლილი და ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანების დაჯარიმებით და ამ ჯარიმებით ხელისუფლების შენახვითაა დაკავებული. ამიტომ, ეს ამნისტია არის მისასალმებელი. რაც შეეხება ოპოზიციას, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ვუადვილებთ ცხოვრებას, ყოველი ასეთი ფაქტი ოპოზიციისთვის ასოცირდება არჩევნებთან", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.