ირაკლი კობახიძე:  მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ გახარიას და სააკაშვილის ერთ სასტუმროში ყოფნაც დამთხვევა იყო

ირაკლი კობახიძე:  მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ გახარიას და სააკაშვილის ერთ სასტუმროში ყოფნაც დამთხვევა იყო

მორწმუნეებს შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ ის 2-3 დღე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით დამთხვევა იყო - მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ მათი (გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი) ერთ სასტუმროში ყოფნაც დამთხვევა იყო, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

“ჩვენ შეიძლება სხვა რამის გვწამდეს. რეალურად ეჭვები ყოვედღიურად მძაფრდება, რომ არის პოლიტიკური ალიანსი ორ პოლიტიკოსს შორის. ეს რა თქმა უნდა, ამ ე.წ. დამთხვევამ კიდევ უფრო გაამძაფრა“, - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ შეიძლება გიორგი გახარიას მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობა სურდეს, კობახიძემ განახადა, რომ შეიძლება იყოს მერკანტულური მოტივები, მაგრამ შეიძლება სხვა მიზეზებიც არსებობდეს.

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ის ორნიშნასთან მიახლოებულ შედეგს ვერ აიღებს. ის პოლიტიკაში შემოდის იმისთვის, რომ რამდენიმე საკრებულოში ორი-სამი კაცი გაიყვანოს?! ის შემოდის იმავე მიზნით, რა მიზანიც “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს - ეს არის ის, რომ “ქართული ოცნება“ რამენაირად 43%-ს დაახლოვოს. ინტერესები ძალიან მარტივად იკვეთება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.