მოსამართლეების არჩევის პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს „ქართულ ოცნებაში“. მმართველი გუნდის წევრები მამუკა ხაზარაძის მიერ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სახელით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ და პროცესს საბოტაჟის რეჟიმში დაბრუნება უწოდეს.
„საბოლოო სიტყვა ეკუთვნის არა მარტო უმრავლესობას, არამედ ოპოზიციასაც, მაშინ, როდესაც მოსამართლეები თავიანთ კანდიდატურებს პარლამენტში წარადგენენ. კონკრეტიკაზე თუ არ გადავალთ საუბარში, მაგალითად, კონკრეტულ ადამიანზე, რომელსაც შეიძლება რამე დავუწუნოთ, ან პირიქით, მოვუწონოთ, ასე საუბარს აქვს მხოლოდ ერთადერთი საფუძველი და წინაპირობა, რომ როგორმე საბოტაჟის რეჟიმში დაბრუნდნენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
23 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სახელით განაცხადა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს პარლამენტიდან გავა.