გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა და მისი პოლიტიკაში დაბრუნება აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას დღემდე არ აუხსნია, რატომ გადადგა.
„ეს გარემოებები და ამას დამატებული ის ფაქტი, რომ ისინი ერთად იმყოფებიან ვაშინგტონში და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთმანეთს შეხვდნენ, გვაძლევს იმის უფლებას დავუშვათ, რომ შეხვედრა შედგა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ვაშინგტონიდან მიღებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ექსპრემიერი გიორგი გახარია ერთმანეთს კონსპირაციულად შეხვდნენ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, 29 მაისს კი პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ დააფუძნა.