თავდაცვის სამინისტროში საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2013”-ის ფარგლებში ჟურნალისტების ტრეინინგი გაიმართა. სემინარი მიზნად ისახავს მედია წარმომადგენლების მომზადებას ავღანეთში ISAF-ის ოპერაციების გაშუქებისათვის.
ჟურნალისტები გაეცვნენ ინფორმაციას ავღანეთის რესპუბლიკის, სამშვიდობო მისიებისა და კონკრეტულად ISAF-ის ოპერაციის შესახებ. ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ინსტრუქტორმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სპეციალური პრეზენტაცია წარმოადგინა. ხოლო იმ ჟურნალისტებმა, ვისაც სამშვიდობო მისია გაუშუქებიათ, საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.
ტრენინგში მონაწილე ჟურნალისტები ჩაერთვებიან ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2013”-ში და კურსის დასრულების შემდეგ მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.
მომზადებულ ჟურნალისტებს პრიორიტეტი მიენიჭებათ, მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების გაშუქების პროცესში.
სამხედრო სწავლების Agile Spirit 2013”-ის აქტიური ფაზა ხვალ ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიხსნება და 5 აპრილამდე გაგრძელდება.