ანზორ ჩუბინიძე: ჩემთვის დიდი პატივია, ვხელმძღვანელობდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელიც ყოველთვის დგას ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე

ანზორ ჩუბინიძე: ჩემთვის დიდი პატივია, ვხელმძღვანელობდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელიც ყოველთვის დგას ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს დაარსებიდან 27 წლის იუბილე მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

მისი თქმით, მისთვის დიდი პატივია ხელმძღვანელობდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელიც ყოველთვის დგას ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 27 წლისაა. არსებობის განმავლობაში, სამსახურს ჰქონდა არაერთი წარმატება და გამოწვევა, რაც, საბოლოოდ, ფასდაუდებელ გამოცდილებად იქცა.

დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის განვითარებაზე ორიენტირებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ძლიერი და სტაბილური უწყება, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ღირსეული ნაწილი.

ვულოცავ ყველა მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომელს და ვუსურვებ წარმატებას! მათთან ერთად ვზეიმობ სამსახურის დღეს და მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისათვის.

ჩემთვის დიდი პატივია, ვხელმძღვანელობდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელიც ყოველთვის დგას ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. გილოცავთ სამსახურის დღეს“, - ნათქვამია ანზორ ჩუბინიძის მილოცვაში.