ქართული ხმების სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ტრაგედია რაჭაში მოხდა, სადაც მომღერალი დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
ონის მერის ინფორმაციით, შქმერში გზა ჩაინგრა, რის შედეგადაც ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში ჩავარდა. მძიმე ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.