არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური პარტიები თვეების განმავლობაში იყვნენ დაკავებული პარლამენტისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრით, საბოტაჟით, ემსახურებოდნენ რუსეთის ინტერესებს

არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური პარტიები თვეების განმავლობაში იყვნენ დაკავებული პარლამენტისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრით, საბოტაჟით, ემსახურებოდნენ რუსეთის ინტერესებს

ამ რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის პოლიტიკური პროცესის დესტაბილიზაცია, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სენატის რეზოლუციის შეფასებისას გააკეთა, რომლითაც სენატმა ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდა.

„ზუსტად ამიტომ, ის რადიკალური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თვეების განმავლობაში იყვნენ დაკავებული არჩევნებისთვის, პარლამენტისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრით, საბოტაჟით, ემსახურებოდნენ რუსეთის ინტერესებს საქართველოში... ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს პოლიტიკური რეზოლუცია, რომელიც სენატში გახლდათ ინიცირებული“, - აღნიშნა თალაკვაძემ

აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.