არჩილ თალაკვაძე: ის ფაქტი, რომ ოპოზიცია წინასწარ ამბობს უარს მოსამართლეების კანდიდატურების განხილვასა და დისკუსიაზე, მათ დესტრუქციულობაზე მეტყველებს

არჩილ თალაკვაძე: ის ფაქტი, რომ ოპოზიცია წინასწარ ამბობს უარს მოსამართლეების კანდიდატურების განხილვასა და დისკუსიაზე, მათ დესტრუქციულობაზე მეტყველებს

რატომ ამბობს წინასწარ უარს ოპოზიცია მოსამართლეების კანდიდატურების განხილვის პროცესზე და იმ დისკუსიაზე და იმ პროცედურაზე, რომელიც პარლამენტში უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ოპოზიციას ექნებათ შესაძლებლობა პარლამენტში, რომ კანდიდატებს კითხვები დაუსვან და აჩვენონ და საზოგადოებას დაუმტკიცონ ის, რასაც განცხადებებში ამბობენ. ჩემი აზრით ეს მათ დესტრუქციულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სახელით განაცხადა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს პარლამენტიდან გავა.