ოპოზიციონერი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ფორმალური ხელმოწერა არაფერს ნიშნავს.
მისივე თქმით, მთავარია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე პარლამენტშია და აგრძელებს შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებაზე მუშაობას.
„ფორმალური ხელმოწერა არაფერს ნიშნავს. მთავარია, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკვე პარლამენტშია და აგრძელებს შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებაზე მუშაობას, განსხვავებით „ქართული ოცნებისაგან“, რომელმაც მოაწერა ხელი დოკუმენტს, მაგრამ არ ასრულებს მას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.