ის რაც წერია ამ რეზოლუციაში, რაზეც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რაც ნეგატიური პიარკამპანიის წყარო და მუზა იყო „ნაცმოძრაობის“. პარლამენტის დერეფნებში დასდევდნენ ადამიანებს და ეკითხებოდნენ ომი ვინ დაიწყოო. თუ ვინმეს რაიმე ისეთი წამოსცდებოდა, რისი მოჭრაც შეიძლებოდა და საზოგადოებაში ნეგატიურ პიარს აგორებდნენ „ქართული ოცნების“ მიმართ. მე იმაზე კია რ ვლაპარაკობ ვინ რა თქვა, მე ვლაპარაკობ იმაზე, ვინ რა ქნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის ფაქტორის“ ეთერში განაცხადა.
მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ რაც შეიტანეს რუსებმა, იმას დაუჭირეს მხარი ქართველებმა. ეს იყო დანაშაული საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იმიტომ, რომ იქ ეწერა, რომ ქართულმა სამხედრო შენაერთებმა 2008 წლის 8 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებები და მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს კასეტური ბომბებით, რაც იყო ტყუილი. ამაზე თანხმობა მაშინ, როდესაც ქართული დელეგაციის ხმების გარეშეც ეს დოკუმენტი გადიოდა, მიიღებდნენ. ოღონდ ქართველთა თანხმობა არ იქნებოდა და სულ ილაპარაკებდი, მთელი დარჩენილი ცხოვრება, რომ მე ამას არ დავეთანხმე. ისედაც გადიოდა, ხმები ჰყოფნიდა ისედაც. ჩვენი ქვეყნის დელეგაციას შეეძლო ამისთვის მხარი არ დაეჭირა. ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი მოცემულობისთვის, რომელიც ამ რეზოლუციაში ჩაიწერა, მხარი რომ არ დაეჭირათ, რუსეთს ჩვენი ევროპელი პარტნიორები ოკუპანტს არ უწოდებდნენ? არ ჩაიწერებოდა, რომ რუსული აგრესია არ იყო იქ მთავარი? შემდეგ საკუთარი დანაშაულის გადასაფარად ვიღაცას აბრალეს, მოღალატე ეძახეს სხვებს, როდესაც თავად ეს ჰქონდათ გაკეთებული. გუშინ მე კითხვა დავსვი, რატომ გაიტანეს ქვეყნიდან კასეტური ბომბის ნაწილი, რომელიც იყო მთავარი მტკიცებულება სხვა 700 მტკიცებულებას სორის, რომელიც შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. სხვათა შორის მათაც შეეძლოთ მოეპოვებინათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.