ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ეშინოდა რუსეთის და ყოველთვის რაღაც თამაშებში იყო გარეული მათთან ერთად

ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ეშინოდა რუსეთის და ყოველთვის რაღაც თამაშებში იყო გარეული მათთან ერთად

ორი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო იმის, თუ რატომ დაუჭირა მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოს ომის შემდეგ მიღებულ რეზოლუციას. ერთი - რუსული სცენარის ერთგულება, რაც ომის მიმდინარეობის დროსაც განახორციელეს და მეორე შიში რუსების მიმართ. ერთიც და მეორეც იყო მიზეზი, თუ რატომაც მოხდა 2008 წლის ომი, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორის“ ეთერში ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

„ალოგიკური იყო საომარი მოქმედებები. თუ გავიხსენებთ რამდენიმე დეტალს, როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო ივლისის თვეში, მაშინდელი ხელისუფლება, სააკაშვილი და უმაღლესი თანამდებობის პირები, კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ რუსეთი არ ერეოდა საომარ მოქმედებებში. უფრო მეტიც, მათ ჰქონდათ გაცემული ბრძანება, სამხედრო კონტიგენტზე, რომ ცეცხლი არავითარ შემთხვევაში არ გაეხსნათ. ეს ზღაპარი ძალიან დიდი ხნის განმავლობაშ მუსირებდა. იმ დროს, როდესაც რუსული კოლონები იყო მომდგარი როკის გვირაბს. იმ დროს, როდესაც ლავროვს გაცხადებული ჰქონდა, რომ აუცილებლად ჩაერეოდა საომარ მოქმედებებში და იმ დროს, როდესაც განხორციელებული იყო ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი საველე სწავლება, სადაც სცენარად იყო გათვლილი რა და როგორ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამისა, ისინი კატეგორიულად უარყოფდნენ და ადამიანი უნდა იყოს ძალიან უგუნური, ან ძალიან უვიცი, ან ძალიან მოღალატე, რომ დაიჯეროს რუსეთი არ ჩაერეოდა მოქმედებებში. ერთ აუგსაც ვერავინ მათქმევინებს ჩვენს სამხედროებზე, ბიჭებზე რომლებმაც გმირულად იბრძოლეს, მაგრამ პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმდენად იყო ჩარეული , ფაქტობრივად გაანადგურეს და მათ მიუძღვით ლომის წილი იმაში, რომ ჩვენ ბიჭები დაგვეღუპა. არ განახორციელეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. საბოლოო ჯამში როგორც დაიხიეს უკან და რაც გააკეთე და როგორ კაპიტალიტურ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, თითქოს ამით დასრულდა ერთი ფაზა. მერე უკვე გამწარებული და შეშინებული იყვნენ იმით, რომ რუსეთს მათთვის კიდევ რამე არ ექნა. ნებისმიერ რამეზე მოაწერდა ეს ხალხი ხელს იმიტომ, რომ ეშინოდათ. ყოველთვის ეშინოდათ რუსეთის და ყოველთვის იყვნენ რაღაც თამაშებში გარეული მათთან ერთად. ამიტომაც მოაწერეს რეზოლუციასა და სახლელმწიფოსა და ხალხის წინაშე ასეთ ღალატს ხელი. მათ დაიბრალეს ის, რამაც ჩვენ ჩაგვაყენა ძალიან ცუდ მდგომარეობაში“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.