ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყეს და დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა

ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყეს და დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა

ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ნაცმოძრაობამ“ ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს დაიწყეს და კასეტური ბომბებით და მძიმე არტილერიით დაბომბეს მშვიდობიანი მოსახლეობა, რაც არის ტყუილი. მანამდე იქ საბრძოლო მოქმედებები იყო. ეს არავინ დააფიქსირა, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ამ თემის წინა პლანზე წამოწევას „მთავარ არხთან“ მის ინტერვიუს უკავშირებს.

„3 წელია მე პირადად ამაზე ვლაპარაკობ და დღეს რატომ აუტყდათ ეს სრული ისტერია? გამოვიდნენ და გვლანძღავენ, მიუძღვნეს სიუჟეტები, ამით გადაცემები გახსნეს და მთელი ამბავი იყო. რატომ მოხდა? იმიტომ რომ მათ ეთერში ვილაპარაკე მე ეს გუშინ, მათ მომხრეებს ვუთხარი მეტწილად. რა თქმა უნდა, ყველა უყურებდა და აღარ მინდა უკვე დაყოფა საზოგადოების“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ფასს მომდევნო არჩევნებზე გადაიხდის.