კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, ისრაელში 20 აპრილის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი შემთხვევების თითქმის 70% ე.წ. ინდურ ვარიანტზე მოდის, ხოლო ინფიცირებულთა ნახევარი ბავშვია.
ამჟამად ისრაელში კორონავირუსის 434 აქტიური შემთხვევაა. ისრაელის 5.5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა, ხოლო 5.1 მილიონმა - მეორე დოზა მიიღო.