საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ პარლამენტმა გაუგზავნა კანონი შესაფასებლად, შესაბამისად, ვენეციის კომისიიდან მოვიდა დასკვნა, რომ კანონპროექტში გასათვალისწინებელია გარკვეული ძირითადი ასპექტები.
„ვენეციის კომისია არის მაღალი ავტორიტეტის მქონე კომისია, რომელიც ძალიან სერიოზულად უდგება თავის საქმეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა გაუგზავნა კანონი შესაფასებლად, შესაბამისად, ვენეციის კომისიიდან მოვიდა დასკვნა, რომ კანონპროექტში გასათვალისწინებელია გარკვეული ძირითადი ასპექტები. იმედი მაქვს, პარლამენტი გამოიყენებს დარჩენილ დროს და შეიტანს კანონპროექტში იმ ძირითად რეკომენდაციებს, რაც არის მოსული ვენეციის კომისიისგან, რათა საარჩევნო რეფორმა ეფექტურად განხორციელდეს და საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს უფრო მეტი განცდა ნდობისა და არჩევნების შედეგებისა, როდესაც წავა არჩევნებზე“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.