ფეისბუქ-მომხმარებელი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:
“არ ცხრება კობახიძე-გახარიას დაპირისპირების განხილვა ამ სივრცში და ის ძირითადად მიმდინარეობს იმის მიხედვით, ვის რომელი პოლიტიკოსი უყვარს..
მე თუ მკითხავთ, არც კობახიძის მოყვარულნი და გახარიას მოძულენი იმსახურებენ სიმპათიას და არც პირიქით, კობახიძის მოძულენი და გახარიას მოყვარულნი. რამეთუ ვთვლი, რომ ადამიანს უნდა უყვარდეს საკუთარი ქვეყანა, მისი მშობელი ხალხი და არა პოლიტიკოსები..
პოლიტიკოსები უნდა მოგვწონდეს, როცა ისინი ქვეყნის სასიკეთოდ ირჯებიან და არ უნდა მოგვწონდეს, როცა მის საწინააღმდეგოდ აკეთებენ რამეს. მაგალითად, მიჰა, მთელი თავისი სექტიანა, მოსვლის დღიდან ძირითადად საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა: როცა ხელისუფლებაში იყვნენ მაშინაც და ახლაც, როცა სინამდვილეში ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" კი არა, საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს ებრძვიან. ეს იმდენად აშკარად გამოჩნდა მათ მიერ უმიზეზოდ ატეხილი ბოლო დავიდარაბისას, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა პირდაპირ დასდეს ბრალი დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობასა და რუსული ინტერესების მსახურებაში. აი ეგრე, მოურიდებლად პირდაპირ შუბლში აჯახეს. მიუხედავად ამისა, მიჰას მრევლი ისევ მიჰას მიყვება, სწორედ მაგ სიყვარულ-სიძულვილით დაბრმავებულები..
და ჩვენ რას ვშვებით, ახალ სერიას ვიწყებთ?!
რასაც ვხედავ, ჯერ ასე ჩანს და გული მწყდება..
პირველად გადავრთე ნაცთა არხზე, თურმე 55-ე ყოფილა, ორმაგი 5-იანი ანუ, ვერ ეშვებიან მიჰას და ვერც ხუთიანს, ეგ დასახუთავები და ძალისძალად ვნახე ეგ ინტერვიუ. ახალი არც არაფერი შემიტყვია. ერთმა ნიუანსმა მიიქცია ჩემი ყურადღება: კობახიძემ თქვა, 20 ივნისის მოვლენების შემდგომ იგეგმებოდა გახარიას შს მინისტრობიდან გადადგომა და რაღაც გარე ფაქტორმა შეგვაცვლევინა გადაწყვეტილებაო. ამის შესახებ პირველად შევიტყვე, არადა მაშინვე ვწერდი, რომ ეს იქნებოდა სწორი ქცევა: გამოძიების მიმდინარეობისას ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან უნდა გადადგეს, ასეა წესი და ასეც უნდა მოქცეულიყვნენ, გახარასადმი დამოკიდებულება აქ არაფერ შუაშია.
ახლაც მაგ აზრზე ვრჩები და საინტერესო სწორედ ეგაა, რა გარე ფაქტორმა შეუშალა ხელი აღნიშნული წესის აღსრულებას?
ეს უნდა ვიცოდეთ, რათა გავიგოთ, რა უნდა პატივცემულ ექსპრემიერს: რატომ წავიდა და რისთვის მოდის?
და სანამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს, დავრჩებით ისევ რომელიმე ერთი პიროვნების სიყვარულ-სიძულვილის სივრცეში და ეს კარგს არაფერს მოგვიტანს..
ასეთია ჩქიმი უბეჟდენია. წერტილი”.