„მინდა ვთხოვო, შემხვდეს პირადად და განმარტოს...

„მინდა ვთხოვო, შემხვდეს პირადად და განმარტოს..." - ვის მიმართავს თენგიზ ცერცვაძე?

პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და ექსპერტები აგრძელებენ მცდელობებს, რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინინონ საქართველოში არსებული COVID-19-ის სიტუაცია, გაუჩინონ მოსახლეობას დაუცველობის განცდა, უნდობლობა ქვეყნის, ჯანდაცვის ხელმძღვანელობისა და ექიმების მიმართ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყნის ხელისუფლებას და COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს COVID პანდემიის ძალიან ცუდი მართვის და ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მძიმე ბრალდებებს უყენებს და არც მეტი არც ნაკლები „პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძის და თენგიზ ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს"?!

„ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პიროვნება, რომელიც სახელმწიფო წესრიგის მოშლის და ადამიანებში ყველაზე ქვენა ინსტიქტების გაღვივების მეტი არაფერი გაუკეთებია, იმ ექიმების გასამართლებას ითხოვს?! რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინეს და ქვეყანას მასშტაბური COVID ტრაგედია ააცილეს. არაფერს ვამბობთ ათეულ ათასობით C ჰეპატიტით ავადმყოფების სიცოცხლის გადარჩენაზე. ისე საინტერესოა, ბ-ნი ზურაბი ჩვენთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს", - წერს თენგიზ ცერცვაძე.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, ზურაბ ჯაფარიძის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ საქართველო „1 მილიონ ადამიანზე COVID გარდაცვლილების რაოდენობით 222 ქვეყანას/ერთეულს შორის 39-ე ადგილზეა", რაც, მისი აზრით, ჩვენს ქვეყანაში COVID კატასტროფის მაჩვენებელია.

"მე მინდა ვთხოვო ბატონ ზურაბს შემხვდეს პირადად და განმარტოს, თუ რა ნახა პირადად ჩემს საქმიანობაში ისეთი, რომ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. კერძოდ, მოვითხოვ დაგვისახელოს ჩემს მიერ დაშვებული თუნდაც ერთი სერიოზული სამედიცინო შეცდომა (ვაქცინაციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს), დაგვისახელოს თუნდაც ერთი ავადმყოფი, რომლისგანაც მე მთელი ჩემი 50-წლიანი საექიმო საქმიანობისას თუნდაც ერთხელ ამიღია რაიმე ჰონორარი გინდ ფორმალურად, გინდ არაფორმალურად (ჩემი ოფიციალური კონსულტაციებიც კი უფასოა). დამისახელოს ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მე COVID პანდემიასთან დაკავშირებით რაიმე ფორმით, თუნდაც მინიმალური სარგებელი მიმეღოს. თუ ის ამას ვერ შეძლებს, მაშინ მე მოვითხოვ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ჩემი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მოკლედ, დემაგოგია ძალიან ცუდია, მაგრამ როდესაც იგი ინტელექტუალური პიროვნებებიდან მოდის საშინელებაა და დამანგრეველია სახელმწიფოსთვის", - წერს თენგიზ ცერცვაძე.

Ninja ეჰ, ბატონო თენგიზ, ნუ აყვებით ჯაფარიძეებს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მართლა არ ღირს.
4 წლის უკან