დავით მათიკაშვილი:  საზოგადოება ხედავს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქმე ეხება ცინიზმს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი რუპორი ტელევიზიებისგან მომდინარეობს

დავით მათიკაშვილი:  საზოგადოება ხედავს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქმე ეხება ცინიზმს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი რუპორი ტელევიზიებისგან მომდინარეობს

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. სწორედ დღეს დადგინდა ეს ყველაფერი – „ნაციონალური მოძრაობის“ ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისა და ოპონენტების მიმართ, რაც 2011-2012 წლებში ვლინდებოდა მიყურადებისა და დევნის კუთხით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედურ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქმე ეხება ცინიზმს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი რუპორი ტელევიზიებისგან მომდინარეობს

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქმეა აბსურდულ ცინიზმთან, რომელიც მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მისი რუპორი ტელევიზიებისგან. თავისივე გადაღებული ფარული ჩანაწერების ფალსიფიცირება მოახდინეს და შემდგომ წინასაარჩევნოდ იმ სახით შესთავაზეს საზოგადოებას, რომ კითხვის ნიშნები გაეჩინათ. თუმცა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. სწორედ დღეს დადგინდა ეს ყველაფერი – „ნაციონალური მოძრაობის“ ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისა და ოპონენტების მიმართ, რაც 2011-2012 წლებში ვლინდებოდა მიყურადებისა და დევნის კუთხით. ის, რომ არასრულწლოვანი პირის მიმართაც ისეთივე წარმატებით ხორციელდებოდა ფარული მიყურადება, დამახასიათებელი ნიშანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის და შემდგომ გაგრძელება ამ ტრადიციის, ახდენს თავისივე გაკეთებული ჩანაწერების ფალსიფიკაციას. იყენებს ამისთვის ტელევიზიებს, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ის ტყუილი, რომელიც მას სურს სიმართლედ გაასაღოს და მოიპოვოს ვიწროპარტიული ქულები, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება, თუ რა დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე.

როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის ტელეფონებზე მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე, რედაქტირების შემდეგ მიღებულია შეცვლილი შინაარსის აუდიო ჩანაწერები