დავით კირკიტაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ჩემთვის ეს სიურპრიზი იყო

დავით კირკიტაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ჩემთვის ეს სიურპრიზი იყო

ჩემთვის თინას განცხადება იყო სიურპრიზი, - ასე შეაფასა დავით კირკიტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადება, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.

„მე და ჩვენს ფრაქციას ახალი პოზიცია ჯერ არ შეგვიმუშავებია, არ გვიმსჯელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიშელის დოკუმენტში ამნისტიის საკითხი მთავარ პრობლემად რჩება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.

Ninja ???
2 წლის უკან