გიორგი ხელაშვილი: საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობა გადავიდეს იმაზე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ალაგდეს ის ზიანი, რაც რუსეთის ქმედებებმა მიაყენა საქართველოს

გიორგი ხელაშვილი: საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობა გადავიდეს იმაზე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ალაგდეს ის ზიანი, რაც რუსეთის ქმედებებმა მიაყენა საქართველოს

საქართველო მოელის, რომ ჟენევაში აშშ-რუსეთის სამიტის შემდეგ რუსეთის ქმედებები გარკვეული კონტროლის ქვეშ მოექცევა, - ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა განაცხადა. საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხაზს დასავლეთის ერთიანობის მნიშვნელობას უსვამს.

„უკვე საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობა, გაერთიანებული დასავლეთი გადავიდეს იმაზე, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ალაგდეს ის ზიანი, რაც რუსეთის ქმედებებმა მიაყენა ჩვენს რეგიონსა და პირველ რიგში საქართველოს. ისევე როგორც ნატოს შემთხვევაში, ამ სამიტიდან ორი რამ არის მოსალოდნელი: დასავლეთის ერთიანობის დემონსტრირება და ის, რომ რუსეთი მიხვდება, რომ წინააღმდეგობას ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს და მინიმუმ მოთოკავს თავის აგრესიულ ქმედებებს“, - განაცხადა ხელაშვილმა.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები დღეს ერთმანეთს ჟენევაში შეხვდებიან.